Nokia Asha 303 - რუკები პროგრამის შესახებ

background image

რუკები პროგრამის შესახებ
აირჩიეთ

მენიუ

>

რუქები

.

რუკები უფასოდ გიჩვენებთ რა არის ახლომახლო და გეხმარებათ დაგეგმოთ

მარშრუტი. თქვენ შეგიძლიათ:

ნახოთ თქვენი მიმდინარე ლოკაცია

დაგეგმოთ მარშრუტი ახლომდებარე ადგილამდე

მოძებნოთ კონკრეტული ადგილი ან მისამართი და შეინახოთ იგი

თქვენი ლოკაცია ან ადგილი გაუგზავნოთ მეგობარს ტექსტური

შეტყობინებით

ტელეფონში დევს მეხსიერების ბარათი, რომელშიც წინასწარაა ჩატვირთული

თქვენი ქვეყნის რუკები. მეხსიერების ბარათი ჩადეთ ტელეფონში, სანამ

გამოიყენებთ რუკების პროგრამას.
ამ სერვისების ან ჩამოტვირთვების ცენტრის გამოყენებას შეიძლება დასჭირდეს

დიდი რაოდენობის მონაცემთა გადაცემა, რასაც შეიძლება მოჰყვეს შესაბამისი

გადასახადი.
ციფრული რუკების მონაცემები შეიძლება არ იყოს ზუსტი და სრული. ძალზე

მნიშვნელოვან სიტუაციებში, მაგალითად, როგორიცაა საგანგებო ვითარებები,

არასოდეს უნდა იყოთ მხოლოდ ამ მასალის ან სერვისის იმედზე.