Nokia Asha 303 - მოქმედებები სენსორულ ეკრანზე

background image

მოქმედებები სენსორულ ეკრანზე
მომხმარებლის ინტერფეისის სენსორულ ეკრანზე ინტერაქტიული

მოქმედებების შესასრულებლად, დააკაკუნეთ ან დაარტყით და არ აუშვათ

ხელი სენსორულ ეკრანს.
გახსენით პროგრამა ან ეკრანის სხვა ელემენტი
დააკაკუნეთ პროგრამაზე ან ელემენტზე.
გახსენით ელემენტის შესაბამისი ოფციები
დაარტყით და არ აუშვათ ხელი ელემენტზე. გაიხსნება დიალოგის ფანჯარა

შესაძლო ოფციებით.

სიის ან მენიუს გადახვევა
დადეთ თითი ეკრანზე, წრაფად გაასრიალეთ ეკრანზე ზემოთ ან ქვემოთ,

შემდეგ კი აიღეთ თითი. ეკრანზე მოცემული ინფორმაცია იმ სიჩქარითა და იმ

მიმართულებით გადაიხვევა, რომელიც მას ჰქონდა თითის აღების შემდეგ. თუ

გსურთ აირჩიოთ ელემენტი გადასახვევ სიაში და გააჩეროთ მოძრაობა,

დააკაკუნეთ ელემენტზე.

ძირითადი გამოყენება

13

background image

გადარხევა
დაადეთ თითი ეკრანს და ნელა გაასრიალეთ სასურველი მიმართულებით.

მაგალითად, როცა სურათს ათვალიერებთ და შემდეგ სურათზე გსურთ

გადასვლა, გადაარხიეთ მარცხნივ. სურათების სწრაფად დასათვალიერებლად,

სწრაფად გადაარხიეთ ეკრანი, შემდეგ კი მიკროასლები გადაახვიეთ მარცხნივ ან

მარჯვნივ.