ინფორმაცია კვების ელემენტისა და დამტენის შესახებ
თქვენი აპარატისთვის გათვალისწინებულია BP-3L მრავალჯერ დამუხტვადი კვების ელემენტის გამოყენება. Nokia-
მ შეიძლება დაამზადოს კვების ელემენტის სხვა მოდელები, ამ მოწყობილობისთვის გამოსაყენებლად. ყოველთვის
გამოიყენეთ Nokia-ს ორიგინალური კვების ელემენტები.
46
პროდუქტი და ინფორმაცია უსაფრთხოების შესახებ
ეს მოწყობილობა განკუთვნილია გამოყენებისათვის მაშინ, როდესაც ენერგია მიეწოდება შემდეგი დამტენებით:
AC-3, AC-8, AC-10, AC-11, AC-15. Nokia-ს დამტენის მოდელის ზუსტი ნომერი შეიძლება იცვლებოდეს შტეფსელის
ტიპის მიხედვით, რომელსაც აქვს შემდეგი აღნიშვნა: E, X, AR, U, A, C, K, ან B.
ელემენტის ასობით დატენვა და დაცლა შეიძლება, მაგრამ იგი საბოლოოდ გაიცვითება. ელემენტი გამოცვალეთ,
როდესაც ლაპარაკისა და მოცდის დროები მნიშვნელოვნად შემცირდება ნორმალურთან შედარებით.