Nokia Asha 303 - იზრუნეთ თქვენს აპარატზე

background image

იზრუნეთ თქვენს აპარატზე
იზრუნეთ თქვენი აპარატის, კვების ელემენტის, დამტენის და აქსესუარის მოვლაზე. შემდეგი რჩევები

დაგეხმარებათ საგარანტიო პირობების დაცვაში.

არ დაასველოთ მოწყობილობა. ატმოსფერული ნალექი, სინესტე და ყველა სახის სითხე თუ ნესტი შეიძლება

შეიცავდეს მინერალებს, რომლებიც იწვევს ელექტროსქემების დაჟანგვას. თუ მოწყობილობა დაგისველდათ,

მოხსენით კვების ელემენტი და გააშრეთ.

არ გამოიყენოთ და არ შეინახოთ მოწყობილობა მტვრიან ან ჭუჭყიან ადგილებში. მოძრავი ნაწილები და

ელექტრონული კომპონენტები შეიძლება დაზიანდეს.

არ შეინახოთ მოწყობილობა მაღალ ტემპერატურებზე. მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება გამოიწვიოს

აპარატის მუშაობის ხანგრძლივობის შემცირება, კვების ელემენტის დაზიანება და ზოგიერთი პლასტმასის

ნაწილის დეფორმაცია ან დნობა.

არ შეინახოთ მოწყობილობა დაბალ ტემპერატურებზე. როდესაც აპარატი გათბება მისთვის ნორმალურ

ტემპერატურამდე, მოწყობილობის შიგნით შეიძლება გაჩნდეს ნესტი და დაზიანდეს ელექტრონული

სქემები.

არ შეეცადოთ გახსნათ მოწყობილობა, მომხმარებლის სახელმძღვანელოში მოცემული ინსტრუქციის

დაუცველად.

ნებადაურთავი მოდიფიკაციების გამოყენებით შეიძლება დაზიანდეს მოწყობილობა და დაირღვეს

რადიომოწყობილობების გამოყენების შესახებ დებულებები.

არ დააგდოთ, არ დაარტყათ და არ შეანჯღრიოთ მოწყობილობა. უხეში მოპყრობით შეიძლება დაზიანდეს

ელექტროსქემის დაფა და მექანიზმები.

ამ მოწყობილობის ზედაპირის გასაწმენდად გამოიყენეთ მხოლოდ რბილი, სუფთა, მშრალი ნაჭერი.

პროდუქტი და ინფორმაცია უსაფრთხოების შესახებ

45

background image

არ შეღებოთ მოწყობილობა. საღებავმა შეიძლება გაჭედოს მოძრავი ნაწილები და ხელი შეუშალოს გამართულ

მუშაობას.

ოპტიმალური მუშაობისთვის აპარატი დროდადრო გამორთეთ და ამოიღეთ კვების ელემენტი.

მოწყობილობა მოარიდეთ მაგნიტსა და მაგნიტურ ველებს.

თუ გსურთ თქვენთვის მნიშვნელოვანი მონაცემები უსაფრთხოდ შეინახოთ, ჩაწერეთ ისინი მინიმუმ ორ

განსხვავებულ ადგილზე, მაგალითად, აპარატში, მეხსიერების ბარათზე ან კომპიუტერში, ან ჩაინიშნეთ

მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

ხანგრძლივი მუშაობის განმავლობაში აპარატი შეიძლება გათბეს. უმეტეს შემთხვევებში, ეს ნორმალურია. თუ

ეჭვობთ რომ აპარატი არ მუშაობს გამართულად, წაიღეთ იგი უახლოეს ოფიციალური მომსახურების პუნქტში.