Nokia Asha 303 - აფეთქების პოტენციური გარემოებები

background image

აფეთქების პოტენციური გარემოებები
გამორთეთ მოწყობილობა პოტენციურად აალებად გარემოში, მაგალითად, გაზის ტუმბოებთან გასამართ

სადგურებში. ამგვარ ადგილებში ნაპერწკალმა შეიძლება გამოიწვიოს აფეთქება, რასაც შეიძლება მოჰყვეს სხეულის

დაზიანება ან სიკვდილი. დაიცავით აკრძალვები საწვავის გასამართ სადგურებში, შემნახველ და გამანაწილებელ

ზონებში; ქიმიურ საწარმოებში; ან იქ, სადაც მიმდინარეობს ასაფეთქებელი სამუშაოები. პოტენციურად აფეთქებადი

ატმოსფეროს მქონე ზონები ხშირად, მაგრამ არა ყოველთვის, ნათლად არის აღნიშნული. ამაში შედის ისეთი

ადგილები, სადაც რეკომენდებულია ავტომობილის ძრავას გამორთვა, გემბანის ქვედა განყოფილებები,

ქიმიკატების გადამტანი ან შესანახი საშუალებები და ადგილები, სადაც ჰაერი შეიცავს ისეთ ქიმიკატებსა თუ

ნაწილაკებს, როგორიცაა შედარებით მსხვილი ნაწილაკები, მტვერი, ან მეტალის მტვერი. თხევად გაზზე (მაგ.

პროპანზე ან ბუტანზე) მომუშავე ტრანსპორტის მწარმოებლიდან უნდა მიიღოთ ინფორმაცია, რათა დაადგინოთ

იქნება თუ არა უსაფრთხო ამ მოწყობილობის გამოყენება ასეთ ტრანსპორტთან ახლოს.