Nokia Asha 303 - წერილის გაგზავნა

background image

წერილის გაგზავნა
მუდმივ კავშირში იყავით თქვენს ოჯახთან და მეგობრებთან, ტექსტური და

მულტიმედიური შეტყობინებების გამოყენებით. შეგიძლიათ წერილზე

მიამაგროთ თქვენი სურათები, ვიდეოები და სავიზიტო ბარათები.

აირჩიეთ

მენიუ

>

მიმოწერა

.

1 აირჩიეთ

წერილ. შექმ.

.

2 ფაილის მისამაგრებლად აირჩიეთ

ოფციები

>

ობიექტ. ჩასმა

.

3 დაწერეთ წერილი და აირჩიეთ

გაგრძ.

.

4 ტელეფონის ნომრის ან ფოსტის მისამართის ხელით ჩასაწერად, აირჩიეთ

ნომერი ან ფოსტა

. ჩაწერეთ ტელეფონის ნომერი, ან აირჩიეთ

ელ.ფოს.

და

ჩაწერეთ ფოსტის მისამართი.

5 აირჩიეთ

გაგზავნა

.

მითითება:თუ გსურთ ჩასვათ სპეციალური სიმბოლო ან სიცილაკი, აირჩიეთ

ოფციები

>

სიმბოლოს ჩასმა

.

წერილის გაგზავნა მიმაგრებული ფაილით შეიძლება უფრო ძვირი იყოს, ვიდრე

ჩვეულებრივი ტექსტური წერილის გაგზავნა. დამატებითი ინფორმაციისათვის

მიმართეთ სერვისის პროვაიდერს.

შეგიძლიათ გაგზავნოთ ტექსტური შეტყობინებები, რომლებშიც სიმბოლოების

რაოდენობა აღემატება ერთი წერილისთვის გათვალისწინებულ ლიმიტს.

შედარებით გრძელი წერილი იგზავნება ორი ან რამდენიმე წერილის სახით.

თქვენმა პროვაიდერმა შეიძლება გადაგახდევინოთ შესაბამისად.

მახვილების შემცველი სიმბოლოები, სხვა ნიშნები, ან ზოგიერთ ენაში

გამოყენებული სიმბოლოები მეტ ადგილს იკავებს, რის გამოც მცირდება

ასოების დასაშვები რაოდენობა ერთი წერილის ტექსტში.

თუ მულტიმედიურ წერილში ჩასმული ელემენტის ზომა ძალზე დიდია

ქსელისთვის, აპარატმა შეიძლება ავტომატურად შეამციროს მისი ზომა.

მხოლოდ თავსებადი ფუნქციების მქონე მოწყობილობებს შეუძლია

მულტიმედიური წერილების მიღება და გახსნა. წერილები შეიძლება

განსხვავებულად გამოჩნდეს სხვადასხვა მოწყობილობაში.