ინტერნეტ-ზარების შესახებ
შეგიძლიათ ინტერნეტით დარეკოთ და მიიღოთ ზარები (ქსელის მომსახურება).
ინტერნეტ-ზარის სერვისები შეიძლება ითვალისწინებდეს ზარებს
კომპიუტერებს შორის, მობილურ ტელეფონებს შორის და Voice over Internet
Protocol (VoIP) მოწყობილობასა და ტრადიციულ ტელეფონს შორის.
ინტერნეტ-ზარის მომსახურების ზოგიერთი მომწოდებელი უფასო ინტერნეტ-
ზარების საშუალებას იძლევა. ხელმისაწვდომობისა და დაკავშირების ფასების
გასაგებად მიმართეთ თქვენი ინტერნეტ-ზარების მომსახურების
მომწოდებელს.
შესაძლოა, შეზღუდვები იყოს დაწესებული VoIP ან სხვა სერვისების
გამოყენებაზე ზოგიერთ ქვეყანაში. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ
ტელეფონის გამყიდველს, მომსახურების მომწოდებელს, ან ადგილობრივ
უწყებებს.
ნტერნეტ-ზარების განსახორციელებლად ან მისაღებად უნდა იყოთ WLAN ან 3G
ქსელის დაფარვის ზონაში და უნდა იყოთ შესული ინტერნეტ-ზარების
სერვისში.
როდესაც დააპირებთ გამოიყენოთ 3G ქსელი ინტერნეტ-ზარების
განსახორციელებლად, დარწმუნდით, რომ თქვენი მომსახურების
მომწოდებელი ითვალისწინებს ინტერნეტ-ზარებს 3G ქსელში. ეკონომიურად
ხარჯვის მიზნით, გირჩევთ ისარგებლოთ ფიქსირებული გადასახადით.
მითითება:თუ არ გაქვთ მონაცემთა გადაცემის ფიქსირებული გადასახადი
თქვენი პროვაიდერისთვის, სატელეფონო გადასახადში თანხის დაზოგვის
მიზნით შეგიძლიათ ინტერნეტ-ზარის განსახორციელებლად გამოიყენოთ
WLAN.