
ტელეფონის პროგრამული უზრუნველყოფის განახლება ტელეფონით
გსურთ გააუმჯობესოთ თქვენი ტელეფონის მუშაობა და მიიღოთ პროგრამული
უზრუნველყოფის განახლებები და შესანიშნავი ახალი ფუნქციები?
რეგულარულად განაახლეთ პროგრამული უზრუნველყოფა და მაქსიმალურად
ისარგებლეთ ტელეფონის შესაძლებლობებით. ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ
ტელეფონში განახლებების ავტომატური შემოწმება.
დახმარების ძებნა
41

გაფრთხილება:
განახლებული პროგრამული უზრუნველყოფის დაინსტალირების დროს ვერ
გამოიყენებთ მოწყობილობას, გადაუდებელი ზარების განსახორციელებლადაც
კი, სანამ არ დასრულდება ინსტალაციის პროცესი და არ გადაიტვირთება
მოწყობილობა.
ამ სერვისების ან ჩამოტვირთვების ცენტრის გამოყენებას შეიძლება დასჭირდეს
დიდი რაოდენობის მონაცემთა გადაცემა, რასაც შეიძლება მოჰყვეს შესაბამისი
გადასახადი.
სანამ პროგრამის განახლებას დაიწყებთ, აპარატს მიუერთეთ დამტენი ან
დარწმუნდით, რომ კვების ელემენტი საკმარისადაა დატენილი.
აირჩიეთ
მენიუ
>
პარამეტრები
.
1 აირჩიეთ
აპარატი
>
აპარატის განახლებ.
.
2 მიმდინარე პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიის სანახავად და იმის
შესამოწმებლად, არის თუ არა განახლება, აირჩიეთ
მიმდ.პროგ.დეტალებ.
.
3 პროგრამული უზრუნველყოფის განახლების ჩამოტვირთვისა და
დაინსტალირებისთვის აირჩიეთ
აპარ. პროგრ. ჩამოტვ.
. მიჰყევით ეკრანზე
გამოტანილ მითითებებს.
4 თუ ჩამოტვირთვის შემდეგ გაუქმდა დაინსტალირება, აირჩიეთ
პროგ. განახ.
ინსტალ.
.
პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას შეიძლება რამდენიმე წუთი
დაჭირდეს. თუ დაინსტალირებასთან დაკავშირებით გაქვთ პრობლემა,
დაუკავშირდით ქსელის სერვისის პროვაიდერს.
პროგრამული უზრუნველყოფის განახლებების ავტომატური შემოწმება
აირჩიეთ
პროგ. ავტო. განახლ.
და განსაზღვრეთ რა სიხშირით შემოწმდეს
პროგრამული უზრუნველყოფის განახლებები.
42
დახმარების ძებნა

შესაძლებელია თქვენი ქსელის სერვისის პროვაიდერმა პროგრამული
უზრუნველყოფის განახლება ეთერით გამოგიგზავნოთ თქვენს ტელეფონში.
დაუკავშირდით თქვენი ქსელის სერვისის პროვაიდერს, ქსელის სერვისების
შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.