
SIM ბარათისა და კვების ელემენტის ჩადება
შენიშვნა: სანამ ხუფებს მოხსნით, გამორთეთ აპარატი და გამოაძრეთ
დამტენი ან სხვა მოწყობილობა. ხუფის შეცვლის დროს მოერიდეთ ელექტრო
კომპონენტებთან შეხებას. მოწყობილობას შენახვის და გამოყენების დროს
ყოველთვის უნდა ჰქონდეს ხუფი.
მნიშვნელოვანია: ამ აპარატისთვის გამოიყენება მხოლოდ სტანდარტული
SIM ბარათი (იხ. ნახატი). არათავსებადი ბარათის გამოყენებით შეიძლება
დაზიანდეს როგორც მეხსიერების ბარათი ან აპარატი და დაზიანდეს ბარათზე
შენახული მონაცემები. გთხოვთ, მიმართოთ თქვენი მობილურის ოპერატორს,
mini-UICC ფორმატის მქონე SIM ბარათის გამოყენებასთან დაკავშირებით.
6
დასაწყისი

ამ ტელეფონისთვის გამოიყენება BP-3L კვების ელემენტი. ყოველთვის
გამოიყენეთ Nokia-ს ორიგინალური კვების ელემენტები.
SIM ბარათი და მასზე ჩაწერილი ინფორმაცია შეიძლება ადვილად დაზიანდეს
დაჩხაპნის ან გაღუნვის შემთხვევაში. ამიტომ, სიფრთხილე გმართებთ ბარათის
გამოყენების, ჩასმის, ან ამოღების დროს.
1 გამორთეთ ტელეფონი.
2 დააჭირეთ უკანა საფარს სპეციალურ ადგილზე, გაწიეთ ტელეფონის ქვედა
მხრიკენ და მოხსენით საფარი.
3 ამოიღეთ კვების ელემენტი, თუ იგი დევს.
4 ასწიეთ SIM ბარათის დამჭერის საფარი, დარწმუნდით, რომ SIM ბარათის
კონტაქტებიანი ზედაპირი სახით ქვემოთაა და მოათავსეთ ბარათი მის
დამჭერში.
დასაწყისი
7

5 დასწიეთ SIM ბარათის დამჭერის საფარი.
6 სწორად მიმართეთ კვების ელემენტის კონტაქტები და ჩადეთ კვების
ელემენტი.
7 ბოლოზე გამოშვერილი ჩამკეტები მიმართეთ შესაბამისი ჭრილებისკენ და
დააჭირეთ ხუფს, სანამ იგი ჩაიკეტება თავის ადგილზე.
8
დასაწყისი

ამოიღეთ SIM ბარათი
1 გამორთეთ ტელეფონი.
2 მოხსენით უკანა სარქველი.
3 ამოიღეთ კვების ელემენტი, თუ იგი დევს.
4 ასწიეთ SIM ბარათის დამჭერის საფარი და ამოიღეთ SIM ბარათი.